Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


St Monk Gabriel

წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილები სამებაში შესაძლოა, 23 მარტის შემდეგაც დარჩეს

15/03/2014

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წმ. მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში შესაძლოა, 23 მარტის შემდეგაც დარჩეს.

დეკანოზ მიქაელის თქმით, წმინდა ნეშტი სამებაში ჯვართაყვანისცემის კვირამდე უნდა დაბრძანებულიყო, მაგრამ თუ მრევლის სურვილი იქნება, შესაძლოა, წმინდანის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში უფრო მეტი დროით დარჩეს.

“ამ დროისთვის ზუსტად ვერ გეტყვით, წმინდა ნაწილები სამებაში რამდენ ხანს დარჩება. თუ მოთხოვნა იქნება და ეს რიგები არ შეწყდება, შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ დრო კიდევ გახანგრძლივდეს. ეს დამოკიდებული იქნება ხალხის დიდ სურვილზე, რომ წმინდა მამა გაბრიელის სხეული წმინდა ნაწილები მოილოცონ”, – აღნიშნა მამა მიქაელმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced