სიახლეები
ილია მეორისა და შტეფან ფულეს შეხვედრა
04/03/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა საპატრიარქოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი შტეფან ფულე მიიღო.
საპატრიარქოში შეხვედრის ნაწილი დახურული იყო.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და ეროვნული ტრადიციები გახლდათ.
შტეფან ფულეს განცხადებით ეს წელი საქართველოსა და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ევროკომისარმა საქართველოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
“მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორციელდეს,”– ბრძანა უწმიდესმა.
“ჩვენ რამდენიმე წელი ვახორციელებდით მოლაპარაკებებს ე.წ. ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. მართალია, ეს ხელშეკრულება ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ მასში ფართო საკითხებია შესული. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო და ევროკავშირი თავის თავზე ვალდებულებებს იღებენ, რომ დაიცავენ იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებიც მსოფლიოშია აღირებული. მესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ბოლო პროცესების ფონზე არაერთ პოლიტიკოსს სურს, ეს ხელშეკრულება რაც შეიძება მალე გაფორმდეს. მე მათ ვუპასუხებ, რომ ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ არაუგვიანეს ზაფხულისა. ამავრდოულად მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადამიანებს ესმოდეთ, რა არის ამ ხელშეკრულებაში ჩადებული. ევროპა არ აპირებს საქართველოს თავს მოახვიოს ლიბერალური ღირებულებები. თქვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ აისახება ევროპული ღირებულებები კანონმდებლობაში, ქართული ტრადიციების გათვალისწინებით,” – ბრძანა ევროკომისრა.
საპატრიარქოში შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















