Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

02/03/2014

2 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მიტევების-შენდობის აუცილებლობაზე ისაუბრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ბრძანა, რომ დღეს 18:00 საათზე, საღამოს, შენდობის ლოცვები შესრულდება.

ილია მეორემ მრევლს მოუწოდა შენდობილი შეხვდნენ დიდმარხვას.

“ეცადეთ, რომ შენდობილი შეხვდეთ დიდმარხვას. ეცადეთ, რომ შეუნდობლები არც ერთი არ შეხვდეთ აღდგომას”,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, მარხვის დროს ხშირია განსაცდელი, მაგრამ ხალხი არ უნდა შეუშინდეს განსაცდელს, რადგან ღმერთი მოწყალეა და ის დაეხმარება.

“ღმერთმა გაგვითენოს აღდგომა სიხარულისა”, – ბრძანა უწმიდესმა და აღნიშნა, რომ აღდგომას უძღვის განსაცდელი და განსაცდელს მოსდევს სიხარული.

ილია მეორემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ილოცებს უკრაინაში მშვიდობისთვის.

“თქვენ იცით, რომ დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის. აღვავლენთ ლოცვებს, რომ უფალმა მშვიდობით განაგოს მათი ურთიერთობა”, – აღნიშნა უწმიდესმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced