Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Lectures

ინელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია

02/02/2014

ფონდთან არსებული ინელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია-ლაბორატორიაში მოქმედი პროექტი ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა”, 2014 წლის თებერვლის განმავლობაში მსმენელებს შესთავაზებს სალექციო ციკლს „ტრადიციული რელიგიების ისტორია საქართველოში", რასაც ცნობილი მეცნიერები და სასულიერო აკადემიის პედაგოგები წარუძღვებიან. კერძოდ, ციკლის პირველი და მეორე ლექცია დაეთმობა თემას „ისლამის ისტორია საქართველოში“ (6, 13 თებერვალი), რასაც  წარუძღვება თბილისის სახელმწიფო უნოივერსიტეტის პროფესორი გიორგი ლობჟანიძე, მესამე ლექციას თემაზე "კათოლიციზმი და გრიგორიანული ეკლესიის ისტორია საქართველოში" - წაიკითხავს სასულიერო აკადემია-სემინარიის ლექტორი, მამა იაკობ ჩიჩილაძე (20 თებერვალი), ხოლო სალექციო ციკლის ბოლო ნაწილი დაეთმობა თემას "მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში”, რასაც წაიკითხავს ღვთისმეტყველებისა და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი  მამა გიორგი გუგუშვილი (27 თებერვალი).

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო-გალერეა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced