Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Betanieli Mamebi

მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით

21/02/2014

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

20 თებერვალს 17:00 საათზე ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს მამა გაბრიელის ხატი წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

იმავე დღეს 19:00 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება.

22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.

წმინდა ნეშტი დასვენდება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს, 19:00 საათზე, ხოლო კვირას საზეიმო წირვა დაიწყება 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში.

 * * *

თბილისის მერიის განცხადება

როგორც ცნობილია შაბათს, 22 თებერვალს მცხეთაში იხსნება მამა გაბრილების საფლავი. საზოგადოების ინტერესის, მომლოცველთა დიდი რაოდენობისა და საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 22 და 23 თებერვალს, დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაინიშნება 3 სპეციალური მარშრუტი. მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებს: დიდუბის მეტროს ზედა გასასვლელიდან, მეტრო სადგურ „ვაგზლის მოედნის“ ავტობუსის გაჩერებიდან(„თბილისის ცენტრალის“ წინ) და დიდი დიღმიდან („გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია).

აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა განხორციელდება უფასოდ და ამ მომსახურებისათვის გამოყოფილი იქნება 140 ავტობუსი.

 * * *

შსს-ს განცხადება მამა გაბრიელის საფლავის გახნასთან დაკავშირებით

22 თებერვალს, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაკადის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

1. 22 თებერვლის 09:00 საათიდან 24 თებერვლის 12:00 საათამდე:

ა) თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრიდან (გლდანის ხიდები, ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევი) დასავლეთის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალული იქნება.

ბ) ასევე გადაიკეტება ქალაქ მცხეთაში შესასვლელი და გამოსასვლელი ყველა შემოვლითი გზა;

გ) თბილისიდან დასავლეთში მიმავალი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ავჭალა-ზაჰესი-მცხეთის შემოვლითი გზით ისარგებლებს (გლდანის ხიდები- ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევიდან).

დ) დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ცენტრალურ მაგისტრალზე შეუფერხებლად იმოძრავებს.

2. შაბათ-კვირას, დილის 06:00 საათიდან, მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავლენ ვაგზლის მოედნის („თბილისი ცენტრალის“ წინ მდებარე ავტოსადგომიდან), მეტროსადგურ „დიდუბის“ (ზედა გასასვლელი) და ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ (დიდ დიღომში) მიმდებარე ტერიტორიიდან.

3. დასავლეთ საქართველოდან მცხეთაში ჩასვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრონ მცხეთაში;

4. ასევე სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა თბილისი-მცხეთის მიმართულებით.

იმისათვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced