Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Grant Competition Counsil

სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

20/02/2014

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის

ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი

ა ც ხ ა დ ე ბ 

სამეცნიერო გრანტების კონკურსს

სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს წიგნიერების დონის ამაღლებას და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გზით შეარჩიოს და დააფინანსოს შესაბამისი მიმართულების პროექტები. 

 კონკურსის დებულების  მიხედვით მოთხოვნები თითოეული მიმართულების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: 

•     ) ბავშვებში წიგნიერების და ანალიტიკური აზროვნების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა

       ) სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში;

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 6 თვე. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

•     საღვთისმეტყველო თარგმანები;

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 6 თვე. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.

ფონდში დასარეგისტრებლად  წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა)  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) საპროექტო წინადადება (როგორც ამობეჭდილი, ისე დისკზე ჩაწერილი ელექტრონული სახით შესრულებული  პროგრამა Word-ში, ფონტი - Sylfaen, ზომა-12).  

პროექტების  რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ყოველ დღე  შაბათ-კვირისა და ოფიციალურად  გამოცხადებული დასვენების დღეების გარდა,  2014 წლის 20 მარტის 18 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21.

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

* * * * * * *

•     ბრძანება

•     კონკურსის დებულება

•     საპროექტო წინადადების ფორმა (ბავშვებში წიგნიერების და ანალიტიკური აზროვნების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა; სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში.)

•     საპროექტო წინადადების ფორმა  (საღვთისმეტყველო თარგმანები)

•     საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220

•     საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N672

* * * * * * *

საკონტაქტოპირი: მირანდა ქირია

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21

ტელ: + (995 32) 298 49 76

ელ.ფოსტა: info@patriarch.ge

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced