Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Monk Gabriel

საკვირაო ქადაგება

17/02/2014

წმ. მამა გაბრიელის საფლავი, სავარაუდოდ, 22 თებერვალს გაიხსნება…

16 თებერვალს მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. როგორც ეპისკოპოსმა ქადაგებისას აღნიშნა, მამა გაბრიელის საფლავი, სავარაუდოდ, შაბათს გაიხსნება.

“ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, მე მინდა ერთი სასიხარულო ამბავი გამცნოთ, ამ კვირაში კვირის ბოლოს დაგეგმილია მამა გაბრიელის საფლავის გახსნა. მე ვესაუბრე უწმინდესს და სავარაუდოდ, შაბათს გაიხსნება საფლავი.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა მიახლოება მის წმინდა ნაწილებთან შეეძლება, რომ მივიდეს და მიიღოს ლოცვა-კურთხევა.

თქვენ იცით, როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა მამა გაბრიელი. უმეტესობას, თანამედროვეებს სულელი და გიჟი ეგონა და ხალხისგან შერისხული უფალმა როგორ განადიდა, კარგად ხედავთ. ასე რომ, ბევრი რამ ადამიანისთვის ყოველთვის დაფარულია და პირდაპირ არ ჩანს ვინ ვინ არის.

საფლავის გახსნაზე ძალიან ბევრი ხლხი იქნება და ამიტომ სახელმწიფო დაგვეხმარება. მომლოცველებს ხელი რომ არ შეეშალოთ, რაღაც ტერიტორიიდან გადაკეტილი იქნება მისასვლელი გზა და მრევლს ფეხით მოუწევს გადაადგილება სამთავროს მონასტრამდე,” – ბრძანა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced