Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Meupe Iakobi

მირქმა – სადღესასწაულო ქადაგება

15/02/2014

15 თებერვალს მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – მირქმა მიულოცა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

მეუფემ ქადაგებისას სვიმეონ მართლის ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ უფლის მიგებებისთვის და უფალი თავად ჩაგვიკრავს გულში. უფალს გულები ყოველთვის უნდა გავუხსნათ,“- ბრძანა ეპისკოპოსმა და ისურვა, რომ ამ დღესასწაულის მადლმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო, გვქონდეს ერთი პირი, რომ მტერმა ჩვენზე ვერ გაიწიოს და ვერ გაიხაროს. მეუფის თქმით, ისე გვეცხოვროს, რომ გავახაროთ ღმერთი, უფლის წმიდანები, დედაღვთისმშობელი და ზეციურნი ძალნი.

მეუფემ ქადაგებისას სასულიერო პირებს სიყვარულით, თუმცა გულისტკივლით მიმართა.

”…მინდა შევეხო ერთ საკითხს და ეს ეხება მხოლოდ სასულიერო პირებს…

ამ ბოლო პერიოდში, ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, რომ დაგვმოძღვროს ეკლესია. როდესაც სასულიერო პირი პირველსავე დაძახილზე გარბიხარ, მიდიხარ და სტუდიაში ჯდები ისე, რომ არ კითხულობ,კურთხევას არ იღებ წახვიდე თუ არ წახვიდე… ვინმე ვინმეს უშლის სადმე წასვლას, ან იმის შიში გვაქვს რომელ ტელევიზიაში დაჯდება რომელი ადამიანი?ეს არავინ იფიქროს. ღმერთს, დედაეკლესიას არაფრის არ ეშინია.

არის სჯულის კანონი. თუ მაცხოვარი იცავდა სჯულის კანონს, თუ ის მერვე დღეს წავიდა და წინადაიცვითა-წინადაცვითვა იყო ცოდვების მიტევებისთვის, როგორც ახლა არის ნათლობა, მეორმოცე დღეს თუ მივიდა… რაში ჭირდებოდა მას ეს? ამით გვიჩვენა, რომ ჩვენ სჯულს უნდა აღვასრულებდეთ. რა უფლება გაქვს სასულიერო პირს სჯულის წინააღმდეგ მიდიოდე?! რამეთუ, მღვდელი არის ეპისკოპოსის დამხმარე, ეპისკოპოსი რასაც განუწესებს, იმ ფარგლებში მოქმედებს და ქადაგებს. როდესაც გადიხარ ფართო, ქვეყნის თუ რომელიმე ეპარქიის მასშტაბით, ადგილობრივ ეპისკოპოსს უნდა დაეკითხო. თუ არ იცი სჯულის კანონიდან ის, რომ არ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდე სადაც დაგიძახებენ, მაშინ სად მიდიხარ და ვის რა უნდა ასწავლო, თუ იცი და არ აღასრულებ, მაშინ უნდა გახსოვდეს რა დაემართა უმაღლეს ქერუბიმ სატანაელს, როდესაც თავი უფალს გაუთანაბრა, ჩამოშორდა და გახდა სატანა.

როდისაც პატრიარქის ეპარქიაში, ანუ თბილისში მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და ადგილობრივ მღვდელმთავარს შეეკითხო. რომ შეეკითხო, ცოტა ნაკლებად მაინც ხომ უნდა ჩათვალო თავი. თუ ტოლად თვლი თავს-აღარ შეეკითხები… ამიტომ არის, რომ საშიში ის კი არ არის ტელევიზიაში მივიდნენ და ილაპარაკონ, საშიში არის ის, რომ ისეთმა ადამიანმა, რომელიც სჯულის კანონს არღვევს რა უნდა ილაპარაკოს…

ვინც არ აღასრულოს და ისე ასწავლოს, უმცირესი ეწოდოს-სახარებაში წერია… სახარებიდან ჩვენ რა მომენტებიც გვინდა ის რომ მოგვაქვს, პირველი ვისწავლოთ – მორჩილება, სიმდაბლე… ღმერთს უნდა რომ ყველა თავისუფალი იყოს. ეკლესიაში რომ თავისუფლებაა, ასე თავისუფლება სად არის? მაგრამ ყველაფერს თავისი რიგი აქვს. იერარქია ზეციდან მოდის. იერარქია სახელმწიფოშიც არსებობს. …

მღვდელი რომ ხდებოდი, იცოდი სად უნდა გემსახურა, რომელ სამრევლოში იყავი დადგენილი და შეგიძლია ყურადღებაც მიაქციო, დამოძღვრო და გაუფრთხილდე თითოეულ ადამიანს. სხვაგან გასვლა თუ გინდა, მოდი და იკითხე, ვინ დაგიშალა?

ნუ მოგვინდება პოპულარობის მოხვეჭა ტელე გადაცემებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა ბზობა იყო-დიდებით შესვლა უფლის იერუსალიმში, რამდენ დღეში უკვე იგივე ხალხი იძახოდა ჯვარს აცვითო… ცვალებადია ხალხის განწყობა და ვიღაცა თუ ტაშს დაგიკრავს, არ უნდა გიხაროდეს, პირიქით-ფრთხილად უნდა იყო…

ეს რომ არ მეთქვა, თქვენი მტერი ვიქნებოდი…”, – ბრძანა მეუფემ.

მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ წმიდა მამა გაბრიელის საფლავი უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ზუსტი დრო რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდება და ყველა ადამიანს შეეძლება მიახლება და კურთხევის აღება.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced