Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mgvdelmtavarni

ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი

12/02/2014

30 (12.02) იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ მღვდელმთავართ: ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს მოიხსენიებს.

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა.

კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი - იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა.

ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced