სიახლეები
ფონდი "ივერიისა"-ს წლიური ანგარიში
10/02/2014
მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, შესაძლოა, სექტემბერში გადაიხუროს. ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
საპატრიარქოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხზე ფონდმა "ივერიისა"-ს წარმომადგენლებმა პატრიარქს წლიური ანგარიში გააცნეს. შეხვედრას ფონდის სათათბიროს წევრები და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
ფონდის სათათბირო ორგანო საზოგადოებისათვის ცნობილი 12 ადამიანისაგან შედგება, კერძოდ, საპატრიარქოში იმყოფებოდნენ გურამ დოჩანაშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლია სტურუა, ლაშა თაბუკაშვილი და სხვა პირები.
კინოპროექტორის მეშვეობით, შეხვედრის მონაწილეები ტაძრის მშენებლობისა და საპროექტო ფოტოებს გაეცნენ, თუ როგორი იქნება მომავალში დასრულებული ტაძარი და მონასტერი.
ფონდ "ივერიისას" ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის თქმით, ამ მომენტისათვის, ტაძრის 45%-ია აშენებული, კერძოდ, 18 მეტრის სიმაღლეზე აყვანილია ეკლესია. მისი მშენებლობისათვის ფონდში ყოველთვიურად 250 ათასი ლარი შემოწირულობა შედის, ანუ 250 ათასი ადამიანი ყოველთვიურად 1 ლარს რიცხავს, რათა მშენებლობა დასრულდეს.
ბურჭულაძის თქმით, ერთ მილიონზე მეტი ადამიანია, ცოცხლები და გარდაცვლილები, რომელთა სახელზეც ასევე შენდება ტაძარი. ბურჭულაძემ დასძინა, რომ თუ ტაძრის მშენებლობა ამ ტემპით გაგრძელდება, სექტემბერში ტაძარი უკვე გადახურული იქნება. ივერიის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყება 2011 წელს ეკურთხა. 2012 წელს გაიჭრა საძირკველი და ნულოვან დონემდე აშენდა ტაძარი, 2013 წლის ივნისიდან კი ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო, ეკლესიის კედლების ამოყვანა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















