Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

09/02/2014

9 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ “დღეს არის წმიდა იოანე ოქროპირის ხსენების დღე, რომელმაც თავისი გარდაცვალების წინ წარმოთქვა სიტყვები: “დიდება ღმერთსა ყველაფრისათვის” და ჩვენც ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის, იმ სიხარულისა თუ მწუხარების, განსცადელისა თუ მოვლენებისათვის, რასაც ჩვენ გვიგზავნის.

უფალი გვაძლევს განსაცდელს იმისათვის, რომ სულიერად უფრო მეტად გავძლიერდეთ,” – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ მეზვერისა და ფარისევლისა და თავმდაბლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“ხშირია, როდესაც ადამიანი ჩადის ცოდვას და ვერ გრძნობს, რომ ეს ცოდვაა. ლოცვაში წერია: უფალო მოგვანიჭე განცდაი თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდაი თვისა ცოდვათა. მადლით აავსოს თქვენი გული, სული და ხორცი, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, მომავალ შაბათს მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს, პარასკევს საღამოს კი ასევე სამებაში ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced