Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Meeting

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს სხდომა

03/02/2014

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმძღვანელობით პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. 

საბჭომ ის ძირითადი მიმართულებები განიხილა, რომლის მიხედვით, ფონდი სხვადასხვა პროექტებს დააფინანსებს. 

ეს მიმართულებებია აგრონომია და აგროინჟინერია; ფილოსოფია; ფსიქოლოგია და ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება სპეციალური სასწავლო პროგრამების შედგენას მიექცევა, რომლის მიზანი წიგნიერების დონის ამაღლება და ანალიტიკური აზროვნების დახმარებაა. ეს იმისთვის ხდება, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წიგნიერება თავიდანვე შეუყვარდეთ; ასევე, საღვთისმეტყველო თარგმანებში და კულტურის მიმართულებით სპეციალური გრანტი გამოიყოფა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეებს და სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, შემოიტანონ განაცხადები გრანტებზე, როგორც სადოქტორო, ისე სამაგისტრო მიმართულებით, სულ 8 ასეთი გრანტია გათვალისწინებული. ამ მიმართულების სასწავლებლები ძირითადად, ქუთაისში, თელავსა და გორშია. შესაბამისად, ამ რეგიონებს ყურადღება მიექცევა.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე უსინათლოთათვის ბრაილის მეთოდით მუსიკის სწავლების პროექტი განიხილა და მისი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, რომლებიც უახლოესი თვის განმავლობაში შემოვა ფონდში, მათ საბჭო განიხილავს და დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭო აღნიშნულ პროექტებს იმ 350 000 ლარის ფარგლებში დააფინანსებს, რომელსაც ფონდი გასული წლის 24 დეკემბერს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად შემოწირულობის სახით მიიღებს.

ფონდის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში გაიმართება.

იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტო-გალერეა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced