Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

02/02/2014

2 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს გასულ კვირას თემაზე „განწყობა შრომისთვის“ მიცემული დავალების შესახებ შეახსენა და მათ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით შექმნილი ნამუშევრების წარდგენა სთხოვა. თუმცა, თემა არავინ წარადგინა, რის შემდეგაც ბრძანა, რომ ქართველი ხალხი შორს არის შრომისგან.

„ჩვენ ცოტა შორს ვართ შრომისგან და ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას,“ – აღნიშნა პატრიარქმა და ბრძანა, რომ ადამიანმა ყოველი საქმის დაწყების წინ სულიერი და ფიზიკური ძალები უნდა მოიხვეჭოს, რადგან ყველაფერში განწყობაა საჭირო.

როგორ უწმიდესმა ქადაგებისას დასძინა, ჩვენ გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული, მწუხარება. ზომიერება კი გვაკლია.

პატრიარქმა დროის მნიშვნელობის შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ დროს სათანადო ყუადღებას ვერ ვაქცევთ.

„ჩვენ ვერ ვაქცევთ დროს სათანადო ყურადღებას. მისი ფასი არ ვიცით. ვიყავი გერმანიაში და მიკვირდა, თან მშურდა, როგორ აფასებენ დროს. პროფესორი, ექიმი სამსახურს დილის 6-7 საათზე იწყებს. ვეკითხებოდი, როდის დგებოდა. მითხრა, რომ – ხუთის ნახევარზე და მთელ საქმეს შუა დღემდე აკეთებდა. ყველაზე ნაყოფიერია შუა დღემდე გაკეთებული საქმე. შრომა დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. ეს ჩვენთვის ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის,” – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლი დალოცა და ისურვა, რომ ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი, სიბრძნე და ანალიტიკური აზროვნება.

„როცა განწყობის თეორიის შესახებ ვსაუბრობთ, მასში ანალიტიკური აზროვნება აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მარტო ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. დასკვნას, ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია რომ გამოუსწორებლები ვართ. ღთის მადლით, ჩვენ აუცილებლად გამოვსწორდებით და კალაპოტში ჩავდგებით. ეს გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა, ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე- თქვენგან,“ – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

მღვდელი გიორგი რაზმაძე დაჯილდოვდა გამაშვენებული ჯვრით; მღვდელი დავითი კუჭავა აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; მღვდელმონაზონი ილია კავსაძე აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით; მღვდელი მალხაზი ყიფიანი დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხითა და ოქროს ჯვრით.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced