სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
27/01/2014
27 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ნინოობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა ქადაგებისას წმ. ნინოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არა მარტო ისტორიული პიროვნებაა, ის დღესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და გვეხმარება.
“წმიდა ნინო არის უდიდესი მადლი, საუნჯე, რომელიც უფალმა მოიღო საქართველოზე. ნათქვამია, სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. უნდა ვეცადოთ იმას, რომ არ დავკარგოთ სულიერი საუნჯე, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საუნჯეს. ქართველი მეფეები, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ, არა ოქრო-ვერცხლი, არამედ სიწმინდეები ჩამოჰქონდათ. საქართველო მდიდარია ამ სიწმინდეებით და ეს სიწმინდები დღესაც იმ საქმეს აკეთებენ. უფალმა შეისმინოს ყოველი ადამიანის ლოცვა, რაც გააჩნია მას, რა მწუხარება და განსაცდელიც აქვს ხალხს, უფალმა სიხარულით შეცვალოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა”, – ბრძანა პატრიარქმა.
სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის ტაძარში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. მან მრევსლ დღესასწაული მიულოცა.
სიონის ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელსაც მორწმუნეები ემთხვევიან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















