სიახლეები
საქართველოს პატრიარქის განცხადება
23/01/2014
კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოც და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ქვეყანა რთულ პერიოდს გადის და დაძაბულობა შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს. დიდად ვწუხვართ, რომ უკვე არის მსხვერპლი და დაშავებულთა სერიოზული რაოდენობა.
შევთხოვთ უფალს, რომ პროცესები სისხლიან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და მოვლენები უმართავი არ გახდეს.
მოციქულ ანდრიას, წმიდა ვლადიმერის და წმიდა ოლღას ლოცვით ღმერთმა დალოცოს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და შეაძლებინოს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
ილია II
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















