Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

19/01/2014

19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ნათლისღება მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“დღეს არის გამოცხადება წმიდისა სამებისა…. სულიწმიდა გადმოდის დღეს ყველა ადამიანზე, ვინც რწმენით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით და სასოებით ელოდება სულსა წმიდასა. რა უნდა აკეთოს ადამიანმა რომ მისი გული, სულიერი სამყარო გახდეს ტაძარი სულისა წმისდისა? – უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა იშრომოს, უნდა დაამყაროს კავშირი ზეცასთან. ასევე – წინაპრებთან და ამას მოახერხებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუფთა გული აქვს, თუ თვითონ გახდა ტაძარი სულისა წმიდისა,”– ბრძანა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს სულიერად. მისივე თქმით, “ადამიანის სული უნდა ხედავდეს უფალს. ის შემოგხედავს შენ და ერთად კარგად ვიქნებით”.

“დღეს განსაკუთრებით გადმოდის სულიწმიდა და გეძლევათ ლოცვა–კურთხევა მთელ საქართველოს ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ოჯახები, ეზო–კარი, საქონელი, ქუჩები. ტაძრებიდან რომ წახვალთ სახლში, ქუჩები აკურთხეთ და მადლი უფლისა გადმოვა ყველგან და უპირველეს ყოვლისა, თქვენზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.”– ბრძანა პატრიარქმა.

"რაც შეიძლება მეტი ნაკურთხი წყალი წაიღეთ, რომ მთელი წელი გეყოთ. ეს არის დიდი აიაზმა. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება. დიდი აიაზმა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "სიწმინდეს". ჯვარი სწერია საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ინებოს, რომელიც გაწუხებთ, სიხარულით შეიცვალოს", - აღნიშნა პატრიარქმა.

წირვის დასრულების შემდგომ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. წყალი უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. პატრიარქმა ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მომლოცველებს ასხურა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced