Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Michael Aastrup Jensen

პატრიარქის შეხვედრა მაიკლ იენსენთან

15/01/2014

საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ. 

ამასთან, მცირე კომენტარი გააკეთა მაიკლ იენსენმა. მან აღნიშნა, რომ პატრიარქთან ჰქონდა ძალიან საინტერსო და მრავალ საკითხზე მსჯელობა.

ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პატრიარქის დადებით როლს და აღნიშნა, რომ პატრიარქი მნიშვნელოვანი რელიგიური პერსონაა საქართველოში. მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე გაეცნენ არსებულ სიტუაციას, მათთვის მნიშვენლოვანი იყო დღევანელ შეხვედრაზე განხილული საკითხები, კერძოდ - რა შეუძლია, გააკეთოს ეკლესიამ პოლიტიკური თუ რელიგიური კუთხით საზოგადოების გასაერთიანებლად.

იენსენმა აღნიშნა, რომ მომავალშიც ექნებათ საპატრიარქოსთან კომუნიკაცია.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced