სიახლეები
პატრიარქის შეხვედრა ბიზნესის დაწყების მსურველებთან
15/01/2014
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყების მსურველებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეები პატრიარქს მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყების იდეებს აცნობდნენ და თავიანთ პრობლემებზე საუბრობდნენ. კათოლიკოს-პატრიარქმა მათ მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ რამდენიმე მაგალითი მოუყვა, რაც მას საზღვარგარეთ ყოფნის დროს სმენია, კერძოდ, თუ როგორ უნდა დაიწყონ წიწილების მოშენება და მცირე მეფრინველეობის საწარმოების გაკეთება. პატრიარქმა ასევე ისაუბრა, რომ ადამიანმა იმედი არასდროს არ უნდა დაკარგოს და ხელისუფლებას არ უნდა დაელოდოს.
"ჩვენ იმედი დავკარგეთ რომ რაიმე გამოსწორდება, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ ამასთან ერთად ადამიანმა თუ ხალხმა არ იფიქრა თვითონ ამ გამოსწორებაზე, არაფერი გამოვა. ხალხი ელოდება მთავრობას, როდის მოგვცემს ხელფასებს, როდის შეგვიქმნის პირობებს. მე მინდა გაგახსენოთ კენედის სიტყვა პრეზიდენტად რომ აირჩიეს, "ჩვენ იმას კი ნუ ველოდებით ამერიკა რას მოგვცემს ჩვენ, არამედ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ყოველი ჩვენთაგანი რას გააკეთებს ამერიკისთვისო". აი, ეს შესანიშნავი მაგალითია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ რას გავაკეთებთ ჩვენი სამშობლოსათვის", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ ასევე გაიხსენა მოსკოვში მოღვაწე ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორის, მეცნიერ ივერი ფრანგიშვილთან შეხვედრა. პატრიარქის თქმით, ივერი ფრანგიშვილმა მას მოუთხრო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავისთან იხმო მეცნიერები და მათ რჩევა ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეკონომიკა აღორძინებულიყო. როგორც პატრიარქს ივერი ფრანგიშვილმა განუცხადა, ბევრი ფიქრის შემდეგ მეცნიერები შეჯერდნენ იმაზე, რომ ყველაზე მარტივი და იოლი მეფრინველეობის განვითარება იყო. პატრიარქის თქმით, ივერი ფრანგიშვილმა ამის შესახებ წიგნიც დაწერა და შემდეგ პრეზიდენტს გააცნო, თუმცა ამ ყველაფრისთვის მაშინ ყურადღება არავის არ მიუქცევია. პატრიარქს არ დაუკონკრეტებია საქართველოს რომელ პრეზიდენტს გააცნო ფრანგიშვილმა საკუთარი წიგნი.
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, მორიგი შეხვედრა ორშაბათს, 20 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. პატრიარქი დღევანდელ შეხვედრაზე დამსწრეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















