სიახლეები
საპატრიარქოს განცხადება
09/01/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია; ერთი ნაწილი კი გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი.ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს, ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა ჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს ეს მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ, თითქმის ყველა ტრადიციული რელიგიაც ეწინააღმდეგება ამას და ცოდავად მიიჩნევს. კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან აღნიშუნულის შესახებ გააფრთხილონ მრევლი და საერთოდ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















