Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Alilo

საშობაო ალილო

08/01/2014

თბილისში  საშობაო ალილო  ”ვარდების მოედნიდან” დაიწყო.  ”ვარდების მოედანი” გადაიკეტა, ისმოდა საშობაო მუსიკა და გალობა. მსვლელობას თეატრალური სახე ქონდა, მას თეთრ სტიქარში გამოწყობილი პატარები მიუძღვოდნენ, მათ მიჰყვებოდნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები, ათამდე ურემში შებმული ხარ-კამეჩი, რომელთაც მწყემსები მიუძღვოდნენ. მსვლელობის დროს მოსახლეობის მიერ შეწირული ტკბილეული შეგროვდა. ასევე წარმოდგენილი იყო თეატრალური სახით სპილოები, თავისი ტახტრევანებით. 

მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გაიარეს და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ტკბილეული გადასცეს და დღევანდელი დღე მიულოცეს. ალილოს მონაწილეები ასევე თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაჩერდნენ, სადაც საკრებულოს წევრებმა პატარები დაასაჩუქრეს. მსვლელობა შემდეგ პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩებზე გაგრძელდა. შემდეგ მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში მივიდა, სადაც მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა, ალილოსმონაწილეებს ტკბილეული გადასცა და მსველობის მონაწილეები დალოცა. მსვლელობა სამების ტაძრისკენ გაემართა და იქ დასრულდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced