Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

05/01/2014

5 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა ქადაგებისას ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ერს საკითხების სიღრმისეული ცოდნა აკლია. მისივე თქმით, ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს. ადამიანებმა კი უნდა გააანალიზონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და ზერელე ცოდნა არ კმარა.

“დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. თუ ამას ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს,” – ბრძანა ილია მეორემ.

საკვირაო წირვის შემდეგ პატრიარქმა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა: ქართული მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის – გია ყანჩელი; ქართული კულტურის განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის – თემურ ჩხეიძე, ხოლო ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბესიკ ხარანაული.

როგორც უწმიდესმა ქადაგებისას ბრძანა, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა 6 იანვარს 19:00 საათზე დაიწყება. 23:00 საათზე იქნება დღესასწაულის შეხვედრა და წაიკითხება საშობაო ეპისტოლე, ხოლო 00:00 საათზე საზეიმო წირვა დაიწყება.

"ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს. უფალმა ინებოს, ეს წელი და მომავალი წლები მშვიდობიანი იყოს საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced