Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Jubilee-2014

საქართველოს პატრიარქი იუბილარია

04/01/2014

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს 81 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებს  გუშინ საშუალება ჰქონდათ,  უწმინდესისთვის იუბილე საპატრიარქოში მიელოცათ. პატრიარქს იუბილე პრეზიდენტმა, პრემიერმა და მთავრობის წევრებმაც მიულოცეს.

„ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი 30 წელი და ქართველ ერს ჰყავს ისეთი მწყემსი, რომელმაც საქართველო უმძიმეს პერიოდს გამოატარა. თქვენ გაგვატარებინეთ ასეთი რთული წლები. სასიხარულოა თქვენი იუბილის თარიღების აღნიშვნა. სასიხარულოა თქვენი ხილვა ყოველთვის. ბოლო 25 წლის განმავლობაში თქვენთან შეხვედრა ყოველთვის წელში გამმართავდა და იმედს მაძლევდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და მთელ ერს პატრიარქის იუბილე მიულოცა.

კათოლიკოს-პატრიარქმა პრეზიდენტს საპატრიარქოში მიბრძანებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"გისურვებთ დიდ წარმატებებს. თქვენ გელოდებათ მრავალი საქმე. თქვენი იმედი აქვს ქართველ ხალხს. ის პრობლემები, რომელიც იდგა ერის წინაშე, თქვენი მოღვაწეობით გამოსწორდება. მრავალჟამიერ იყოს თქვენი სიცოცხლე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მრევლი პატრიარქთან იუბილის მისალოცად ყვავილებითა და სხვადასხვა საჩუქრებით მიდიოდა. აღსანიშნავია, რომ უწმინდესმა გუში საჩუქრად მიიღო სამი წლის სუფთა ჯიშის ინგლისური ულაყი ყულარის ცხენსაშენიდან.

უწმინდესთან სტუმრად ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრემირ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად.

პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ყოველთვის იყო და იქნება ერის მსახური.

"საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა მსოფლიოში. იგი მუდამ იყო და იქნება მსახური ჩვენი ერის. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი მომავლისა. ყველაფერი შეუძლია ღმერთს. მე მინდა მოვიყვანო პატარა ადგილი ბიბლიიდან, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა, სოლომონის მამამ გაამთლიანა ისრაელი მრავალი ომების შემდეგ. მთელი ერი ადიდებდა დავითს. მან გააჩერა საზეიმო მსვლელობა იერუსალიმისკენ და უთხრა - "გადაეცით ხალხს, რომ უფალი მეფობს". უფალი აკეთებს ყველაფერს და მე გისურვებთ თქვენ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით გამთლიანდეს საქართველო და ზეიმით აღვნიშნოთ ეს. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ რთულია ადამიანის ბუნება და განსხვავებულები არიან ადამიანები, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ესენი არიან ჩვენი შვილები, დები და ძმები, შეცდომების გარეშე არ არსებობს ადამიანი. ყველას აქვს ესა თუ ის შეცდომა. ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი შენდობისა. ერთი იაპონელი პოეტი ამბობს პატარა თეთრ ლექსს - "მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ სად არის ყვავილები და სად არის თოვლი", ამით ამთავრებს. მე გავაგრძელე ეს თეთრი ლექსი - "ამოვა მზე და დადნება თოვლი და ჩვენ ისევ ვიხილავთ ყვავილს". ასე რომ, აი ასეთ ბედნიერ გაზაფხულს ველოდებით. გისურვებთ თქვენ და მთელ მინისტრთა კაბინეტს დიდ წარმატებებს და მინდა ისევ გავიმეორო, რომ ეკლესია თქვენთან არის. დალოცვილი იყავით. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა.

უწმიდესს იუბილე საზოგადოების სხვა ცნობადმა სახეებმა და მრევლმაც მიულოცა.

იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced