Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები დალოცა

29/12/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები დალოცა.

29 დეკემბერი ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა, რომელიც მშენებლების მფარველად ითვლება. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები დალოცა.

მახათას ტაძრის აღმშენებლებს ფონდისგან "ივერიისა" საჩუქრად ხატები და კალენდრები გადაეცათ.

"მახათას მთაზე ტაძარს სრულიად საქართველო ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი შემოწირულობით ვაშენებთ. ისტორიული მშენებლობის მონაწილედ და ტაძრის აღმშენებლად ითვლება ის მოქალაქე, რომელიც თავისი ოჯახის წევრებისა და მისი წინაპრების სახელზე სპეციალურ ანკეტას ავსებს. ისტორიულ მშენებლობაში ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და უცხოეთში მყოფი ემიგრანტები არიან გაწევრიანებულნი. ამჟამად ტაძრის 40%-ზე მეტი აშენებულია, მიმდინარეობს კედლების ამოყვანის პროცესი. დაიწყო სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროცესი", - აცხადებენ ფონდში.

მახათაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ფონდს "ივერიისა" პატრიარქის კურთხევით პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced