სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა პატრიარქს
25/12/2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 36-ე წლისთავს ულოცავს.
"ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს.
როგორც ერის სულიერი მამა, იგი თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითია ყველა ჩვენგანისათვის, მისი სულიერი შვილებისათვის.
ჩვენ პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















