Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქმა დაშავებული სამხედროები დალოცა

24/12/2013

დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები პროტეზირების პროგრამის გასავლელად აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში მიემგზავრებიან. რეაბილიტაციის კურსის გავლამდე ქართველი მებრძოლები ილია II-მ დალოცა, გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.

27 დეკემბერს, დაშავებული მებრძოლები პროტეზირების პროგრამის გასავლელად ამერიკულ კლინიკაში, ქართული მხარის ორგანიზებით გაემგზავრებიან. მათ მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროტეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტროკიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. წყალში, მტვერში, თოვლსა და ყინვაში გამძლე ახალი პროტეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced