Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქის აღსაყდრების 36 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

24/12/2013

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პატრიარქის აღსაყდრების 36-ე წლისთავთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაში სხვადასხვა ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, კერძოდ, უსინათლოთა სკოლა-პანსიონის, სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონის, "კათარზისის" წარმომადგენლები, "მომავლის გზის", საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის, "წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარის" აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. მათ პატრიარქისთვის იცეკვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს პატრიაქმა მოუწოდა უფროსებს, ასწავლონ ბავშვებს ბუნებასთან კავშირი, რადგან ბუნება ადამიანის მკურნალია.

"აქ ზოგიერთი უნარშეზღუდულია. სინამდვილეში თქვენ კი არა, ჩვენ ვართ შეზღუდული, მაგრამ მაინც ვმადლობთ უფალს. მე მინდა მოგმართოთ, არ გაგიტყდეთ გული, ყველაფერი გამოსწორდება, ყველაფერი წინ წავა. მთავარია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა, სიყვარული, სასოება და იმედი. ბუნება მკურნალია ადამიანის", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა შეხვედრაზე ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის კავშირს ბუნებასთან. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს კავშირი მოგვცემს ჩვენ ძალას. უწმინდესმა მიმართა უფროსებს, გამოყონ ადგილი, სადაც პატარები ჩიტებს საჭმელს დაუყრიან. ახსენა, რომ როდესაც გლეხები დაღლილობისგან ხეს მიეყრდნობოდნენ, ამ ხეს მიჰქონდა მათი უარყოფითი ენერგია და დაღლილობა.

ამასთან, უწმინდესის აღსაყდრების 36 წლისთავთან დაკავშირებით, პატრიარქმა ასევე მიმართა საზოგადოებას, რომ სამებაში დღეს გაიმართება ლოცვა, ხვალ - წირვა და ყველას სთხოვა მობრძანდეს და ერთად ილოცონ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced