Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Foundation

ერთობლივი ინიციატივა

24/12/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის დაფინანსებით იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს საშუალება მიეცემათ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ფონდს განსახილველად წარუდგინონ პროექტები - გრანტებისთვის და/ან დასრულებული შრომები - პრემიებისთვის.

საგრანტო-საკონკურსო მიმართულებებია:

• სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები - გამოგონებები;

• ჰუმანიტარული მეცნიერებები (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საღვთისმეტყველო თარგმანები);

• საგრანტო მიმართულება კულტურის სფეროს განვითარებაში.

ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებებზე წარდგენილი ნაშრომებიდან პატრიარქის ფონდის საბჭო ათ საუკეთესოს დაასახელებს. ასევე გაიცემა ხუთი პრემია, რომელიც თანაბრად გადანაწილდება კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის და ხუთი სტიპენდია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სწავლებისათვის. 

ასაკობრივი ზღვარი დაწესებული იქნება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე. 20-30 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ ამ პროექტზე წარმოადგინონ შრომები. მათ მიეცემათ საშუალება აირჩიონ ასაკოვანი და გამოცდილი მენტორები, მეცნიერები, ტექნოლოგები ან დარგობრივი პროფესიონალები, რომლებიც წარუძღვებიან პროექტს. 

ინიციატივის დაფუძნების ცერემონიალი გაიმართა დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში, სადაც გაჟღერებული იქნა ინიციატივასთან დაკავშირებული დეტალები. 

ღონისძიებას ესწრებოდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი საპროექტო წინადადებებისა და ინოვაციების განხორციელებას, როგორც მეცნიერებისა და კულტურის, ისე სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით.

მისმა უწმიდესობამ მადლობა გადაუხადა ბატონ დავით იაკობაშვილს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის:

,,დღეს უნდა მოეწეროს ხელი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ჩვენ მადლობას ვუხდით დავით იაკობაშვილს ამ დიდი ყურადღებისათვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვა დარგების გავითარებას და ეს თანხები ხელს შეუწყობს ამ ყოველივეს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ფონდის მხრიდან გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა ლაშა ჟვანიამ და ბატონ დავით იაკობაშვილის სახელით ივანე ნაკაიძემ.

კონკურსანტების და ლაურეატების დაჯილოება გაიმართება აღდგომის შემდეგ კვირაში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced