Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

20/12/2013

19 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ნიკოლოზობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა წმ. ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ყველას ეხმარება.

“წმ. ნიკოლოზი არის დიდი სასწაულთმოქმედი. მას გააჩნია ღვთის მიერ ბოძებული ძალა, რომ დაეხმაროს ხალხს. არ არსებობს ისეთი ადამიანი, გულით სთხოვოს წმ. ნიკოლოზს გაჭირვების ჭამს და არ დაეხმაროს,” – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ წმ. ნიკოლოზს შესთხოვა გადმოხედოს თავის სამწყსოს, საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან, იხსნას საქართველოს განსაცდელისგან.

“წმ. ნიკოლოზმა გაამთლიანოს საქართველო, ჩვენი ეკლესია და შეგეწიოთ ყოველ თქვენგანს.

წმ. ნიკოლოზი განსაკუთრებულად ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, ავადმყოფებს და მან ეს თავისი ქველმოქმედებით დაიმსახურა. ვისაც გაქვთ საშუალება, რომ დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ წმ. ნიკოლოზი დაგეხმარებათ თქვენ,” – ბრძანა ილია მეორემ.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა დალოცა საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესმა აღნიშნა, რომ დღეს შესრულდება საყოველთაო ნათლობა და მოინათლება 740 ბავშვი.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced