Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქის განცხადება

10/12/2013

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს.

“შეშფოთებით ვადევნებთ თვალს კიევში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, დიდად ვწუხვართ. ამიტომაც ჩვენს მრევლს ვაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ილოცონ უკრაინაში მშვიდობისათვის.

ჩვენც, ჩვენის მხრივ, აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ უფალს, გარდამოიხილოს ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხზე, რათა მათ ეს რთული პერიოდი შეძლებისამებრ მშვიდობიანად განვლონ.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced