Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Students

პროექტი „მედიაცია“

09/12/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია-ლაბორატორია 10 დეკემბრიდან იწყებს ახალ პროექტს -  “მედიაცია – კონფლიკტების (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკებების გზით”.

პროექტში მონაწილეობას იღებს 18-დან 25 წლამდე ასაკის, 65 მსმენელი.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცოდნის ამაღლება. კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის ტექნიკისა და უნარების სწავლება.

ჩატარდება შემდეგი სალექციო კურსი:

1. დავები და კონფლიქტები (მიმოხილვა, მიზეზები, შედეგები, გამოსავალი- მედიაცია;

2. სახელმწიფო და რელიგია – საქართველოს მაგალითი; უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.საერთაშორისო პრაქტიკა; 

3. ბოდიშის მოხდა, პატიება, შერიგება. (+ რელიგიური თავისებურებები, გამომდინარე წარმოდგენილი მსმენელებიდან);

4. კონფლიქტი და კულტურული თავისებურებები (კულტურათაშორისი კონფლიქტები);

5. იუდაიზმი – ტრადიცია და რელიგიური წეს-ჩვეულებები; მიტევება და შემრიგებლობა იუდაიზმის მიხედვით;

6. მართლმადიდებლობა – სახელმწიფო და ეკლესია. პატიება, მიტევება და შემწყნარებლობა -  მართლმადიდებლური მსოფხედველობა;

7. ისლამი – თანაარსებობა იუდაიზმსა და ქრისტიანობასთან ერთად. მიტევება და თანაცხოვრება სხვა რელიგიურ დენომინაციებთან ერთად. საერთო წმიდანები, ქრისტიანული წმიდანების პატივისცემა, მუსლიმური დღესასწაულების აღწერა. თემის ტრადიციები საქართველოში;

8. სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოში. ტრადიციები, მიმტევებლობა საეკლესიო დღესასწაულები. სომხური სამოციქულო ეკლესიის მსოფლმხედველობა პატიებისა და სხვას რელოგიურ დენომინაციებთან თანაარსებობის ჭრილში.

ჩატარდება გასვლითი სემეინარები:  გასვლითი სემინარი მოიცავს ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს მიკუთვნებული მსმენელების მიერ მათი წეს-ჩვეულებების, ტრადიციების პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.

სალექციო კურსი დაიწყება 2013 წლის 10 დეკემბრიდან და ჩატარდება ყოველ  სამშაბათს, 17 საათზე, ფონდის ოფისში.

ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.

ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7 თვეს (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი). 

სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის “World Vision”-ის მხარდაჭერით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced