Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mitropolit Ioane Gamrekeli

საკვირაო ქადაგება

08/12/2013

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).

მეუფე იოანემ მე-20 საუკუნეში ეკლესიისადმი მოვლენილი განსაცდელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელი რეჟიმის დევნის შედეგად საქართველოში 2 ათასიდან მხოლოდ 50-მდე ეკლესია დარჩა. მისივე თქმით, ურწმუნოები დღესაც არიან და ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ ისინი წინ ვერ აღუდგებიან უფლის ნებას და პატრიარქის ავტორიტეტს.

“უწმიდესის დაუღალავი შრომით მთელი ერი მოქცეულია. როდესაც უცხოელები გამოკითხვას ატარებენ და მოსახლეობას ეკითხებიან, ვის ენდობით ყველაზედ მეტად, 90 პროცენტი პასუხობს, რომ პატრიარქს ენდობა,” – ბრძანა მეუფემ.

მეუფე იოანემ ქადაგებისას წმიდა კლიმენტი რომაელის ცხოვრებაზეც ისაუბრა და მრევლს მისი ხსენების დღე მიულოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced