სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
08/12/2013
ა.წ. 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ებრაულ დღესასწაულ ,,ხანუკასთან” დაკავშირებით მოხდა მენორას დადგმა და მერიაზე გაკეთებული პლაკატით ხალხისათვის ამ დღესასწაულის მილოცვა, რაც მრევლისა და სასულერო პირების ნაწილმა გააპროტესტა, ორმა ახალგაზრდამ კი ბანერი ჩამოხია, რის გამოც ისინი დააკავეს.
საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას და მას დაუშვებლად მიიჩნევს. მითუმეტეს, მომქმედი კანონმდებლობით რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა რელიგიურ გაერთიანებებშიც არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში მკვეთრად რეაგირებენ. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში საერთოდაც სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი, კერძოდ რელიგიათშორისი და ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც უდიდესი ფასეულობაა.
ფაქტია, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ კეთილგანწყობილ ურთიერთობაში სწორედაც, რომ ეკლესიას აქვს შეტანილი დიდი წვლილი, რადგან საუკუნეების მანძილზე იგი აყალიბებდა საზოგადოებრივ აზროვნებას.
ვფიქრობთ, არც ჩვენ და არც ქართველ ებრაელთა თემს არავისგან გვესწავლება, როგორ შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ეს დამოკიდებულება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















