Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Poster

მხატვრული ალბომი „მანაბა“-ს პრეზენტაცია

26/11/2013

25 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა საქართველოსა და დაღესტნის სახალხო მხატვრის, რუსეთის დამსახურებული მხატვრის  მანაბა მაგომედოვას მხატვრული ალბომის „მანაბა“ პრეზენტაცია, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნებოდა.

წარმოშობით დაღესტნელმა ქალბატონმა მანაბამ მთელი მისი სიცოცხლე თბილისში გაატარა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და ზოგადად კავკასიური დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების განვითარების საქმეში. ის იყო მსოფლიოში ერთადერთი ქალი, რომელიც ფლობდა ლითონის (ვერცხლი, ოქრო) დამუშავების ყველა ტექნიკას.

ალბომი გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიისა და დაღესტნის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფოტო-გალერეა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced