Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

24/11/2013

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მრევლს მოუწოდებს, დროის ფასი იცოდეს. დროის დაფასების მნიშვნელობაზე კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

უწმინდესმა მრევლს ურჩია, დაწვნენ ადრე, არა უგვიანეს 23:00 სათისა და ადგნენ 06:00 საათზე, როცა პირველი დილის ლოცვა უნდა წაიკითხონ.

"ყველა ადამიანს და ერს გააჩნია ისეთი თვისებები, რომელიც არ გააჩნია სხვა ადამიანს ან სხვა ერს. ჩვენი უარყოფითი თვისება არის, რომ არ ვაფასებთ დროს. დრო - ეს უძვირფასესი რამ არის, რაც უფალმა მოგვანიჭა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ დროის ფასი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უქმად განვლილი დრო დაკარგულია და შეიძლება ცოდვაც იყოს. წმიდა მამა ანტონი დიდი და სხვა წმიდა მამები უფალს ევედრებოდნენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთო, საერთოდ ვაკეთოთ რამე, თუ მარტო ვილოცოთო. მათ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა - ილოცეთ და იშრომეთო და ამიტომ იყო, რომ წმიდა მამები შრომობდნენ, უდაბნოში მოღვაწეობდნენ და ამავე დროს კრეფდნენ ლერწამს, აკეთებდნენ კალათებს და ამით არსებობდნენ, რომ არ ჩათვლოდათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ", - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა ასევე მრევლს შეახსენა, თუ როგორი განრიგი უნდა იყოს ოჯახებში. "ჩვენი ცუდი თვისება არის ის, რომ დიდხანს ვწევართ. გვიან დგება ქართველი ადამიანი. ვნახოთ, თუნდაც ევროპაში, სხვა ქვეყნებში სამსახური 6 ან 7 საათზე იწყება. უნდა ადგე ექვსის ნახევარზე ან ხუთ საათზე, რომ სამსახურში მისვლა მოასწრო. ვინც ადრე დგება, მას უფალი მადლს აძლევს. ასევე, ვინც ადრე დგება, უნდა დაწვეს სულ გვიან, 10-11 საათზე", - აღნიშნა უწმინდესმა.

მან ოჯახებს ასევე ერთად ლოცვისკენ მოუწოდა. "ძალიან კარგი თვისება და წესია, როცა ოჯახი ერთად ლოცულობს დილის ლოცვებს ან საღამოს ძილის წინ ლოცვებს ერთად კითხულობენ ან ერთი კითხულობს და სხვები უსმენენ. ეს კრავს და აძლიერებს ოჯახს. დიდ მადლს და სიხარულს ანიჭებს მათ. ერთმანეთი უყვართ და უხარიათ ერთმანეთთან შეხვედრა. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ დაწვეთ ადრე, არა უგვიანეს 11.00 საათისა და ადგეთ 06:00 საათზე, როცა უნდა წაიკითხოთ დილის ლოცვა", - ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ზოგიერთს შრომა დამამცირებლად მიაჩნია. ფიქრობს, დამცირებულია ადამიანი, რომელიც ფიზიკურად შრომობს. როცა უფალი ბრძანებს, რომ ოფლითა შენითა ჭამე პური შენი, ეს სასჯელი კი არ არის, არამედ ლოცვა-კურთხევაა", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე განცხადებით, ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთი და იქ მოიპოვებდეს ნაყოფს. "ეს მოგცემთ თქვენ დიდ სიხარულსა და მადლს. ღმერთმა მოგანიჭოთ სულიწმიდის მადლი, რომ იშრომოთ სადიდებლად ღვთისა და სასარგებლოდ თქვენი სულისა და ხორცისა", - აღნიშნა უწმინდესმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced