სიახლეები
ქართველმა სამხედროებმა გიორგობის დღესასწაული ავღანეთში აღნიშნეს
23/11/2013
ქართველმა სამხედროებმა გიორგობის დღესასწაული ავღანეთში აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება საქართველოს შეირაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ბაზა "ლაზერნიკზე" გამართეს.
სადღესასწაულო წირვა მამა ავთანდილმა აღავლინა. მანვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ავღანეთის ISAF–ის მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების პატივსაცემად ხსოვნის პანაშვიდი გადაიხადა.
საეკლესიო ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ, 31-ე ბატალიონში საზეიმო მიღება გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებს შორის მკლავჭიდში, სიმძიმეების აწევაში შეჯიბრებებიც მოეწყო და გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
როგორც 31-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მეშველიანმა განაცხადა, 31-ე ბატალიონი უკვე მესამედ ხვდება გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს სამშობლოსგან შორს.
"გვესმის რაოდენ რთულია, მაგრამ ამ ყველაფერს აადვილებს იმის წარმოდგენა, თუ რა წვლილი შეგვაქვს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობასა და მსოფლიო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში", - განაცხადა გიორგი მეშველიანმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















