სიახლეები
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
19/11/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ,,ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” აცხადებს მსმენელთა მიღებას პროექტის -,,მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით“- ფარგლებში.
ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.
სალექციო კურსი დაიწყება 2013 წლის დეკემბრიდან და ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 17 საათზე, ფონდის ოფისში.
ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7 თვეს (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი).
სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბისი სერთიფიკატი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2013 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, 12 სთ- დან 17 სთ-მდე.
მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით - info@patriarch.ge
ცნობებისათვის დარეკეთ ტელ: 298 49 76
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















