სიახლეები
საკვირაო ქადაგება
18/11/2013
17 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დამთავრების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობ (იაკობაშვილმა).
მეუფე იაკობმა ინაუგურაციის შესახებ ისაუბრა.
„არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, დღეს გაიმართება ინავგურაცია. შევთხოვ უფალს, რომ ისე იღვაწოს ახალმა ხელისუფალმა, რომ გაითვალისწინოს წინა წლების გამოცდილება და აგვარიდოს ბევრ ისეთ რამ, რაც ცუდ მოგონებად დარჩა ჩვენ ერს. იარები ჯერ კიდევ მოუშუშებელია. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი აპათია იყო წელიწადნახევრის წინ. თითქოს იმედიც არ ჩანდა, მაგრამ მორწმუნე ადამიანისათვის იმედი ყოველთვის ღმერთია,” – აღნიშნა მეუფემ.
მეუფე იაკობი ასევე შეეხო განვლილ წლებს, მისი თქმით: „ეს იყო პერიოდი როდესაც ქართველ კაცს უჭირდა საქართველოში დარჩენა და ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ, დღეს უკვე მილიონნახევარზე მეტი ქართველი გადახვეწილია საქართველოდან. ეს ძალიან მტკივნეულია, ამით საფრთხე ადგება ჩვენს გენოფონდს, ასევე თუ გავიხსენებთ ათასობით ციხეში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ეს იყო შეგნებული გენოციდი. და რა ხდება?! ქართველებს ყრი შენი ქვეყნიდან და უცხოელებს ზოგი ნამყოფიც არ იყო ჩვენს ქვეყანაში ისე აძლევ მოქალაქეობას. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს რომ ღმერთი ამ კოშმარს სიხარულით შეგვიცვლის“, – განახცადა მეუფე იაკობმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















