სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
12/11/2013
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ 69 პრიმა მუხლის პირველ რედაქციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის “ა”, პუნქტთან მიმართებაში (სადაც რელიგიური ორგანიზაციები, ღვთისმსახურები და მორწმუნეები იყო ნახსენები), ჩვენც გვქონდა შენიშვნები. სწორედ ამიტომ, ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო სხდომაზე, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც მონაწილეობს, ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, მოწვეულნი იყვნენ აქ გაწევრიანებული რელიგიური გაერთიანებები და კანონპროექტის ავტორი, შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია.
შეხვედრაზე, რომელსაც მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრენ, ბატონმა ლევანმა წარმოადგინა მუხლის გადამუშავებული, ახალი ვარიანტი, სადაც სადაო “ა” პუნქტი საერთოდ იქნა ამოღებული, ხოლო “გ” პუნქტმა განიცადა ცვლილება. გაიმართა საინტერესო დისკუსია და აზრთა გაცვლა.
ვინაიდან ინფორმაცია საპატრიარქოში დაგეგმილი ამ შეხვედრის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე მიეწოდა საზოგადოებას, როგორც ჩანს, ტოლერანტობის ცენტრმა (ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი) მოინდომა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა თავისთან უფრო ადრე შეკრება და ამ შეხვედრის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება.
თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: შეხვედრაზე იქ მისულ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს და შემდგომ უკვე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უარყოფითი დამოკიდებულება მუხლის ძველ, ჩვენთვისაც სადაო რედაქციაზე დააფიქსირებინეს (მაშინ, როდესაც ამ პერიოდისათვის ცვლილება 69-ე მუხლში უკვე განხორციელებული იყო), რითაც ზემოაღნიშნული ორგნიზაციებისა და ზოგადად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა გამოიწვიეს.
ითვალისწინებს რა საკითხისადმი საზოგადოების ინტერესს და იმ გარემოებას, რომ ტოლერანტობის ცენტრის მიერ გადადგმულმა ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა კანონპროექტთან დაკავშირებით გაურკვევლობის ფონი შექმნა, საქართველოს საპატრიარქო მიმართავს თხოვნით ხელისუფლებას, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დროებით გადაიდოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა. მანამდე კი მოეწყოს საჯარო შეხვედრები და დიკუსიები კანონპროექტის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით.
12.11.2013
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















