სიახლეები
უფალი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ
11/11/2013
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ დადებული წყევლა. მსგავსი ქმედება უკვე მეორედ განმეორდა. მართალია, ორივე შემთხვევაში მას ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ, როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია.
ეკლესია ყოველთვის ლოცულობს საქართველოსთვის და ავედრებს ჩვენს ქვეყანას უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანგელოზთა და წმიდათა დასს, რაც ბუნებრივია, გულისხმობს ჩვენს მფარველად და წინამბრძოლად ყოვლადწმინდა სამების და ზეციურ ძალთა მოხმობას.
უფალი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ და დაუსჯელი არავინ დარჩება - არც ცილისმწამებელნი და არც ღვთისა და ქვეყნის მოღალატენი.
ასე, რომ, ღმერთის მსჯავრი ისედაც აღსრულდება თითოეულ ჩვენგანზე, ოღონდ როდესაც ესა თუ ის პიროვნება ზოგჯერ წყევლით ცდილობს დააჩქაროს უფლის სასჯელი, ამით იგი საფრთხეში იგდებს თავის თავსაც, რადგან თუ ის მართალი არ არის ღვთის წინაშე, თავად აღმოჩნდება უფლის სასჯელის ქვეშ.
11.11.2013
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















