Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Svetitskhoveli

მართლმადიდებელ ეკლესიას ხვალ კიდევ ერთი ახალი მღვდელმთავარი შეემატება

09/11/2013

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხვალ კიდევ ერთი ახალი მღვდელმთავარი შეემატება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხვალ საღმრთო ლიტურგია გაიმართება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვის დროს კიდევ ერთი მღვდელმთავარი ეკურთხება. კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქი იღუმენ გიორგის (ჯამდელიანი) მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხებს. იგი მეოთხე მღვდელმთავარია, რომელიც წმინდა სინოდის განჩინებით იკურთხება.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უახლოეს პერიოდში კიდევ სამი ახალი მღვდელმთავარი შეემატება, რომელთა კურთხევა სვეტიცხოველში საკვირაო წირვებზე მოხდება.

წმინდა სინოდის განჩინებით, ახალი მღვდელმთავრები უკვე ჰყავს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის (ეპისკოპოსი მიქაელი გაბრიჭიძე), მარგვეთისა და უბისის (ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე) და სამთავისისა და კასპის ეპარქიებს (ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია).

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელის ხსენებას აღნიშნავს, რომელიც მეშვიდე საუკუნეში მოღვაწეობდა და წარმოშობით სპარსი მხედართმთავარი იყო. არაბების შემოსევის დროს ის ერთ-ერთი მხედართმთავარი იყო, რომლებმაც მტკვრის გადალახვა და შიო მღვიმის მონასტერის აღება ვერ შეძლეს. მას ხილვა ქონდა, რომ მონასტერს წმინდა შიო მღვიმელი და იქ აღსრულებული წმინდა მამები ზეციდან მფარველობდნენ. ამის შემდეგ იგი მართლმადიდებლობაზე მოექცა და მოგვიანებით მღვდელმთავარი გახდა. მაზდიანელმა სპარსელებმა მღვდელმთავარი ნეოფიტე ქვებით ჩაქოლეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced