სიახლეები
პატრიარქმა ერი, მხედრობა და ხელისუფლება დალოცა
08/11/2013
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერი და ხელისუფლება დალოცა.
საგურამოში, პარაკლისის შემდგომ ქადაგებისას პატრიარქმა წმინდა ილია მართლის ღვაწლზე ისაუბრა და მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. პარაკლისს საგურამოს ეკლესიაში საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სამეფო გვარის შთამომავლები დავით და უგო ბაგრატიონები. უწმინმდესმა ქადაგებისას ახალი ხელისუფლება დალოცა და ისურვა, ღმერთმა ბევრი სიკეთე გააკეთებინოთ.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. როცა უჭირდა საქართველოს, როცა დაკარგა პოლიტიკური თავისუფლება, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, იმ დროს ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს დიდი პიროვნება, წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე. შევთხოვ უფალს, მისი ლოცვით გაძლიერდეს საქართველო დღეს, როდესაც არანაკლებ რთული დროა", - ბრძანა უწმინდესმა.
"ღმერთმა ინებოს დავინახოთ ნაკლი, თუ ადამიანი ვერ ხედავს თავის ნაკლს, ცოდვას, ის ვერ გამოსწორდება და დარჩება ცოდვილი. წმინდა ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფიქრობდა სამშობლოს და არა საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის. ხშირად კრიტიკულად უყურებდა ცალკეულ საკითხებს, მაგრამ ეს არ იყო განკითხვა, ეს იყო ტკივილი. წმინდა ილია მართლმა იტვირთა ორი მძიმე ჯვარი, პოლიტიკური და სულიერი და ორივე ღირსეულად მიიტანა ღვთის საკურთხეველთან. ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა დროის ცვალებადობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იცოდეს საით მიდის. პატრიარქის თქმით, ცხოვრების კიბეზე ხშირად ზოგიერთი ადამიანი მაღლა ადის, ზოგიერთი კი დაბლა ეშვება.
"ბევრი ისეთია ადამიანი, რომელიც უფსკურლისკენ მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ტკივილით, მაგრამ მაინც მიდის მაღლა. ჩვენ უნდა ავიდეთ ამ კიბეზე და გავხდეთ მკვიდრნი სასუფევლისა. ყველაზე იოლი გზა ამისთვის არის მოწყალება, როდესაც ადამიანი ხედავს სხვა ადამიანის გაჭირვებას. ცხოვრებაში ალბათ ბევრჯერ ყოფილა შემთვხვევა, როდესაც შეხვედრიხართ გაჭირვებულ ადამიანს და ამ დროს თქვენს სულიერ სამყაროში იწყება ბრძოლა, დაეხმაროთ მას თუ არა. ალბათ, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გაგივლიათ, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებულხართ, რომ დახმარებოდით. ე.ი. კეთილმა აზრმა გაიმარჯვა. ვლოცავ ჩვენს ერს, მხედრობას, ახალ ხელისუფლებას, ღმერთმა ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ. ღმერთმა მოგცეთ თქვენ და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ბრძანა უწმინდესმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















