Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


George Bagrationi

უფლისწული გიორგი სვეტიცხოველში მოინათლა

03/11/2013

3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უფლისწული გიორგი მონათლეს. ნათლობა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს – ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი და უფლისწულის ბიძები – გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოში ასეთი ნათლობა არ ყოფილა 1801 წლიდან და უფალს ამისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი – გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.

წყვილმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced