Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


IES

ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია

30/10/2013

გუშინ, 29 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ოფისში შედგა გაცნობითი შეხვედრა ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიის ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის” მსმენელელებთან.

ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.

,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის” სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

• ქრისტიანული ფსიქოლოგია; 
• ძველი და ახალი აღთქმა;
• ტრადიციული რელიგიები; 
• არქეოლოგია და ისტორია; 
• ქრისტიანული ხელოვნება და სიმბოლიკა; 
• პროფესიული ურთიერთობები.

ლექციებს უძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები. თითოეულ სფეროს ეთმობა 4 შეხვედრა.

სალექციო კურსი იწყება 2013 წლის 7 ნოემბერს. ლექციები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 17 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში (რუსთაველის გამზ. #21).

ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს (ნოემბერი, დეკემბერი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი).

სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

შეხვედრის ამსახველი ფოტო-გალერეა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced