სიახლეები
საკვირაო ქადაგება
27/10/2013
27 ოქტომებრს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე უბისისა და მარგვეთის ესპისკოპოსად აკურთხა. პატრიარქმა მღვდელმთავარს ეკლესიის სახელით მღვდელმთავრად კურთხევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დიდი პასუხიმგებლობა ღვთის, სამშობლოსა და ერის წინაშე.
ილია მეორის თქმით, ადამიანი არ უნდა შეუშინდეს განსაცდელს, რადგან ყოველ განსაცდელს სიხარული მოაქვს.
“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ცუდ დროში, როცა ფასეულობათა დევალვაცია ხდება. იმ ფასეულობის, რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეეწირა. ეს არის მამული, სამშობლო, ჩვენი სულიერება, ჩვენი სარწმუნოება. დღეს ზოგიერთი ცდილობს, გააუფასუროს ეს ყველაფერი, ცდილობს, წარმოშვას ახალი ფასეულობა. სინამდვილეში რასაც დღეს ახალ ფასეულობას უწოდებენ, დამღუპველია ადამიანისთვის. უნდა ვიცოდეთ, რა არის ფასეულობა – ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მართლმადიდებლობა, სამშობლო. “როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა”. არის შემთხვევები, ოჯახები ბავშვებს უცხოეთში აგზავნიან და მოწყვეტილი არიან თავის კულტურას, სიმდიდრეს. ასეთ დროს ხდება მეუფეო თქვენი კურთხევა. მე შევთხოვ უფალს ძალა მოგცეთ, ძალა მოსცეს საქართველოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა”, - ბრძანა პატრიარქმა.
უწმიდესმა მრევლს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს გამოადგება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შემდეგ კვირას კიდევ ერთი მღვდელმთავრის კურთხევა იქნება. ასევე პატარა უფლისწულს, გიორგი ბაგრატიონს მონათლავენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















