სიახლეები
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
23/10/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ,,ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის” ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას.
სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ქრისტიანული ფსიქოლოგია;
• ძველი და ახალი აღთქმა;
• ტრადიციული რელიგიები;
• არქეოლოგია და ისტორია;
• ქრისტიანული ხელოვნება და სიმბოლიკა;
• პროფესიული ურთიერთობები.
ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები. თითოეულ სფეროს დაეთმობა 4 შეხვედრა.
სალექციო კურსი დაიწყება 2013 წლის 7 ნოემბერს და ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 17 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.
ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს (ნოემბერი, დეკემბერი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი).
სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე, 12 სთ-დან 17 სთ-მდე.
მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge
ცნობებისათვის დარეკეთ ტელ: 298 49 76
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.
“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















