სიახლეები
საქართველოს გამწვანების ფონდი იქმნება
22/10/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით საქართველოს გამწვანების ფონდი იქმნება.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, რომელიც ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ტყე-პარკების შექმნას, მათ მოვლასა და განვითარების საკითხებს ეხებოდა, მინისტრები: დავით სერგეენკო, ხათუნა გოგალაძე, თამარ სანიკიძე, პარლამენტის წევრები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფონდს, რომელსაც პირველ შესატანს, 50 000 დოლარს უწმიდესი შეწირავს, თავად პატრიარქი უხელმძღვანელებს. ფონდის თავმჯდომარის მოადგილეობაზე სურვილი შეხვედრაზე მყოფმა მინისტრებმა გამოთქვეს, მდივნის ვინაობა კი 1 კვირაში გახდება ცნობილი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა განისაზღვროს ტერიტორიები, სადაც ხეების დარგვა, მათი წვეთოვანი სისტემით მორწყვა და მეთვალყურეობა მოხდება. ასევე უნდა მოხდეს ამ მიზნით სანერგეებში ნერგების გამოყვანა, დარგვის პროცესში კი მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, რომლებსაც ყოველ გახარებულ ერთ ხეზე 50 თეთრს გადაუხდიან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















