სიახლეები
სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება
14/10/2013
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – სვეტიცხოვლობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ბევრჯერ გვიფიქრია იმის შესახებ, რით დაიმსახურა საქართველომ უფლის ამდენი წყალობა რომ საქართველო გახდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი და აქ არის დაფლული უფლის კვართი, წმიდა ილია თეზბიტელის ხალენი და რომ საქართველოში სახარება მოციქულებმა იქადაგეს… ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ უფლისგან მონიჭებული მადლი და თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს – ეროვნებას, ენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას, იმ დროს როდესაც დედამიწაზე ასეთი ცვლილებები ხდება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით. ჩვენ უნდა წავიდეთ სრულყოფისაკენ, მაცხოვარი ამბობს, იყავით სრულყოფილი ვითარცა მადლი ჩვენი სრულყოფილ არს. მამაზეციერის მსგავსად სრულყოფას ადამიანი ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს სიტყვები მეტყველებს, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ისეთი საქმეები უნდა გავაკეთოთ, რომ სრულყოფა გაგრძელდეს ზეციურ ქვეყანაში”, – ბრძანა უწმიდესმა.
ილია მეორე: ”ჩვენ ვდგევართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაფლულია უფლის კვართი და წმიდა ილია თეზბიტელის ხალენი. ჩვენ ვდგევართ ისეთ ადგილზე, სადაც ცრემლი და მრავალი ქართველის სისხლი დაღვრილა და სადაც მრავალი მეფეები და პატრიარქი განისვენებს. დღეს ცა და დედამიწა ზეიმობს. რა უნდა ვთხოვოთ უფალს? მადლი რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი”.
დღესვე პატრიარქმა ხუთი გამოჩენილი ქართველი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა, კერძოდ: ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილი;
ქართულ კინომატოგრაფიაში გაწეული წვლილისთვის ელდარ შენგელაია და რევაზ ჩხეიძე;
ქართულ სახვით ხელოვნებაში გაწეული წვლილისთვის მერაბ ბერძენიშვილი;
საგუნდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის შალვა მოსიძე.
უწმიდესმა, ამბიონზე აიყვანა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სვეტიცხოვლობის დღესასწაული ამბიონიდან მიულოცა. ასევე ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საჩუქარი გადასცა.
პატრიარქმა ამბიონზე აიყვანა აფხაზი და ოსი ეროვნების ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც ქორწინდებიან და მათ წმიდა გიორგის ხატი გადასცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















