Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

13/10/2013

13 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც უწმიდესმა ქადაგებისას ბრძანა, ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია.

“ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება უფროსი თაობა, ჩვენი წინაპრები. ამიტომ, მაქვს სურვილი, გამოვყოთ დღეები, როდესაც გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, გამოჩენილ ადამიანებს. მინდა, პირველი ასეთი შეხვედრა მოვაწყოთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელთან”, – აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის ცხოვრება საოცრებაა, რადგან ეს არის მთლიანად მინდობა უფლისადმი.

ილია მეორე: “დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები და მზად იყო, საკუთარ ჯართან ერთად დაცემულიყო, თუმცა, ამავდროულად, ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. შევთხოვ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გაწმინდოს ჩვენი გული, რათა იგი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. არსებობენ პიროვნებები, რომლებშიც ვითარდება კეთილი თვისებები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ბოროტების გარეშე არ შეუძლიათ; მუდმივად ცდილობენ, დათესონ ღვარძლი, მაგრამ ღვარძლი დაიწვება და ხორბალი დარჩება”.

პატრიარქის თქმით, ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი.

“ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული საკუთარ თავსა და ინტერესებზე ზრუნვით, ვერ ვხედავთ გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომაც გვეუბნება უფალი – იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი მოწყალე არს. ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი”, – ბრძანა უწმიდესმა. მისივე თქმით, ადამიანი ხშირად არ ფიქრობს, რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად.

“შემთხვევით არაფერი ხდება და შემთხვევითი არ არის, რომ უფალმა ამ სოფელს მოგვიყვანა. ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ის, რომ დავუახლოვდეთ უფალს, მოყვასს, ბუნებას, რათა შეიკრას პიროვნების მთლიანობა. უფალი ყველას და ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ტყუპები, შესაძლოა, გარეგნულად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ შინაგანად სრულიად განსხვავებული იყვნენ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიყოთ ღვთის შვილები, შევქმნათ ახალი იდეები”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლოცვა 18:00 საათზე, ხოლო წირვა – კვირას 10:00 საათზე დაიწყება. ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდათა წმიდა ნაწილები, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ ისევ გელათში დაბრუნდება.

მომავალი შაბათიდან საღამოს ლოცვა 18:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced