Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

12/10/2013

სვეტიცხოვლობის ზეიმთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ა.წ. 13 ოქტომბერს, კვირას, ლოცვა დაიწყება 18.00 სთ-ზე, ხოლო წირვა, - 14 ოქტომბერს 10.00 სთ-ზე. წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

მრევლისთვის ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ავტობუსები გავა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8.00 სთ-ზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ლოცვაზეც და წირვაზეც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო დიდთა წმინდანთა წმიდა ნაწილები და ხალხს ექნება საშუალება მიახლებისა.

12 ოქტომბერი, 2013 წელი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced