Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

ვიზიტი საპატრიარქოში

10/10/2013

ედვარდ რობინი: „ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებული კეთილი და მეგობრული ურთიერთობების დიდწილად განმსაზღვრელი საქართველოს პატრიარქი და ეკლესიაა“.

ა.წ. 10 ოქტომბერს, საპატრიარქო რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ს ებრაული ორგანიზაცია „ადვოკატები ევრაზიაში მცხოვრები ებრაელებისთვის“ დელეგაცია მიიღო.  დელეგაციას ორგანიზაციის თავმჯდომარე სტივენ გრინბერგი ხელმძრვანელობს.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ კეთილ ურთიერთობებს რომლებიც ქართველებსა და ებრაელებს შორის უკვე ორი ათასწლეულის განმავლობაში არსებობს, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ კარგი ურთიერთობების განმსაზღვრელი საქართველოს მხრიდან დიდწილად თქვენი პიროვნება ბრძანდება“ - აღნიშნა ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ედუარდ რობინმა, რომელიც მის უწმიდესობას უკვე მეორედ შეხვდა.  

„საბჭოთა პერიოდში ვიბრძოდი, რომ გავსულიყავი დახურული ზონიდან და ჩემს ებრაულ ფესვებს დავბრუნებოდი. იმ პერიოდში საქართველოს პატრიარქი ებრაელებს ეხმარებოდა და გვერდში ედგა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას და ამ ფაქტს ჩემს შვილებსაც ავუხსნი ამერიკაში“ - ბრძანა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე სმუკლერმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აშშ-ს მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი მარკ ლევინი, ბიზნესმენი ბორის აბრამოვიჩი და სხვა გავლენიანი პირები. საქართველოს ეკლესიის მხრიდან წმიდა სინოდის წევრები, საულიერო პირები და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.

აშშ-ს ებრაულ დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან და ისრაელის ელჩთან იუვალ ფუქსთან. დელეგაცია ეწვევა ებრაულ სახლს და სინაგოგებს, ხოლო დღის ბოლოს დაგეგმილი აქვთ შეხვედრა საქართველოს თავდაცვის და დიასპორის მინისტრებთან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced